"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ლუბლიანას ბიზნესის სკოლას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ლუბლიანას ბიზნესის სკოლას" (სლოვენია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
“ლუბლიანას ბიზნესის სკოლა” ახალგაზრდა, მაგრამ დინამიკური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე ახორციელებს.
უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს სამეცნიერო ჟურნალებს, მათ შორის, ინდექსირებულს ისეთ საერთაშორისო ციტირების მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა DOAJ, Index Copernicus და Scipio.
უნდა აღინიშნოს, რომ "ლუბლიანას ბიზნესის სკოლა" "ევროპის უნივერსიტეტის" რიგით პირველი პარტნიორია სლოვენიაში.