Swarovski Optiki-ის წარმომადგენლებმა "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

"ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის "StarMed GmbH&Co."-ის წარმომადგენელმა, რომელიც ავსტრიული კომპანია Swarovski Optik-ის პარტნიორია, New-Line Dental-ის ჩართულობით, ოპტიკური მოწყობილობების საჩვენებელი ლექცია და პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრა "ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა სოფიო სამხარაძემ გახსნა. რის შემდეგაც პრეზენტაცია "StarMed GmbH&Co."-ის წარმომადგენელმა მაიკლ კესენიჰმა წარადგინა.

დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია SWAROVSKI OPTIK-ის ხელსაწყოებზე, მის უპირატესობებზე და შეხვედრის ბოლოს თავად გამოსცადეს სხვადასხვა სახის ოპტიკური მოწყობილობები.

თანამედროვე სტომატოლოგია წარმოუდგენელია გამადიდებელი საშუალებების გარეშე. სტუდენტები სწორედ იმ მოწყობილობებს გაეცნენ, რომლებსაც ფუნდამენტური როლი აქვთ მათ სპეციალობაში.

მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელი “SWAROVSKI OPTIK” აერთიანებს მომავალზე ორიენტირებულ სამრეწველო ტექნოლოგიებს. სვაროვსკის ბინოკლები (ბინოკულარი), ტელესკოპები, ტელესკოპური მილები და ოპტრონიკული ხელსაწყოები ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია.

გააზიარე გვერდი:

Hello World!