SWAROVSKI OPTIK-ის წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ

24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის სტომატოლოგიაში უზუსტესი მაღალი სიშორის ოპტიკური მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია SWAROVSKI OPTIK საჩვენებელ ლექციას და პრეზენტაციას გამართავს. 

მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელი SWAROVSKI OPTIK აერთიანებს მომავალზე ორიენტირებულ სამრეწველო ტექნოლოგიებს. სვაროვსკის ბინოკლები (ბინოკულარი), ტელესკოპები, ტელესკოპური მილები და ოპტრონიკული ხელსაწყოები ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია.

გამადიდებელი საშუალებების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე სტომატოლოგია. ოპტიკის გამოყენებით მკურნალობა საშუალებას აძლევს სპეციალისტს დასვას ზუსტი დიაგნოზი და აღმოაჩინოს ისეთი ნიუანსები, რისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია, მაგრამ გადამწყვეტია კბილის შემდგომი სწორი მკურნალობისათვის. 

შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კორპუსში გაიმართება: მის.: სარაჯიშვილის ქუჩა N17, აუდიტორია 507. 

სასაუბრო ენა: ინგლისური (საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე).

დასწრება შეუძლიათ „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!