ევროპის უნივერსიტეტში მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა

13 ოქტომბერს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტში“ მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა 40-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო.

ტურნირის მეორე ეტაპზე 17 სტუდენტი იასპარეზებს, რომლებიც ერთმანეთს 20 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.

გააზიარე გვერდი:

Hello World!