"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტი მარიამ გაბრელიანი ლიონში ანაზღაურებად სტაჟირებას გადის

"ევროპის უნივერსიტეტსა" და IGS ჯგუფს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტის“ სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები საფრანგეთის სამ ქალაქში - პარიზში, ტულუზაში და ლიონში ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გადიან.

"ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ გაბრელიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად IGS ჯგუფის ლიონის ფილიალში გაემგზავრა. მგზავრობის ხარჯები ევროკომისიის მიერ სრულად ანაზღაურდა. სტაჟირების განმავლობაში ის ასევე "ერაზმუს+" სტანდარტის შესაბამისად, ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

ლიონში ნამუშევარი საათები მარიამ გაბრელიანს დაბრუნების შემდეგ თავისუფალ კრედიტებად უღიარდება.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა "ერაზმუს+" საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში, 2022-23 აკადემიური წლიდან დაიწყო და სტუდენტების პირველი ნაკადი ლიონში ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე უკვე იმყოფებოდა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!