პროფესორი ცისანა გიორგაძე „ევროპის უნივერსიტეტის“ სამედიცინო გენეტიკისა და ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი ცისანა გიორგაძე  სამედიცინო გენეტიკისა და ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ცისანა გიორგაძემ 1986 წელს დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და 1992 წელს  ბიოქიმიის ინსტიტუტში ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.   1986-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

ცისანა გიორგაძე პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში 2007 წლიდან ეწევა. ევროპის უნივერსიტეტის გუნდს 2014 წლიდან შემოუერთდა.

ცისანა გიორგაძე „ევროპის უნივერსიტეტში“ პარალელურად იკავებს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის პოზიციას. 2016 წლიდან ის არის ფაკულტეტის საბჭოს მდივანი, 2018 წლიდან დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის განვითარების მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი/მდივანი და 2019 წლიდან უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრი.

ცისანა გიორგაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებში. 1997-2022 წლებში ის იყო „ნატო“-სა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საგრანტო პროექტების მონაწილე.  მათ შორის: INTAS - Georgia (PROJECT N° 97-491) – „Structure elucidation, cytotoxic and antiparasitic activities of saponins from Hedera colchica and Hedera pastuchowii and their possible application in human and veterinary medicine“.

ცისანა გიორგაძე არის არა ერთი სამეცნიერო ნაშრომისა და  პატენტის ავტორი, მათ შორის: „ათეროსკლეროზის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება. სასარგებლო მოდელის პატენტი: ((11) GE U 2011 1655Y)“.

გააზიარე გვერდი:

Hello World!