„ევროპის უნივერსიტეტი“ აცხადებს სტუდენტებისთვის კონკურსს პროგრამის კომიტეტში გასაწევრიანებლად

„ევროპის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ თქვენივე უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი (ქართულენოვანი) და მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კომიტეტების შეხვედრებში. კომიტეტში გაწევრიანებით შესაძლებლობა გექნებათ განივითაროთ სხვადასხვა უნარები და დაეხმაროთ უნივერსიტეტს თქვენი საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.
 
ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაწილეობა მიიღოს ზემოთ აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებში;
  • მონაწილეობა მიიღოს დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებში მის მიერ აღებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით;
  • ხელი შეუწყოს პროგრამაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისი პროგრამის სტუდენტებისათვის გაზიარებას;
  • საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტის დროს მონაწილეობა მიიღოს ექსპერტებთან შეხვედრების პროცესში (საჭიროების შემთხვევაში).

მოთხოვნები:

  • მაღალი აკადემიური მოსწრება, GPA მინიმუმ 2.6;
  • MS Office (Word კარგი, Excel კარგი);
  • ინგლისური ენის ცოდნა - B1 (სასურველია).

კონკურსის დეტალები:

  1. კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადები: 2023 წლის 16 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით;
  2. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (მისთვის სასურველ ფორმატში) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: qualityservice@eu.edu.ge;
  3. კონკურსის პირველი ეტაპი: დოკუმენტების გადარჩევა;
  4. კონკურსის მეორე ეტაპი: გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (კომისიის შემადგენლობა: ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროგრამის ხელმძღვანელი). გასაუბრების კრიტერიუმები: ზეპირი კომუნიკაციის უნარი (3 ქულა), პასუხების დამაჯერებლობა (3 ქულა), მოტივაცია (3 ქულა), ანალიტიკური აზროვნების უნარი (3 ქულა), შესაბამის დონეზე დარგის სპეციფიკის ცოდნა (3 ქულა), ზოგადი შთაბეჭდილება (3 ქულა). შეფასების საბოლოო შედეგი გამოითვლება შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულის გამოთვლით. კონკურსანტმა სავალდებულოა დააგროვოს შეფასებების 50%-ზე მეტი. კონკურსის არსებობის შემთხვევაში, შეირჩევა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი;
  5. სტუდენტი ზემოაღნიშნულ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს სტუდენტის აქტიური სტატუსის არსებობის პერიოდში;
  6. თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტისთვის შეირჩევა თითო სტუდენტი.

კანდიდატმა სათაურის ველში საჭიროა მიუთითოს შემდეგი ტექსტი: „(შესაბამისი პროგრამის) საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებზე დამსწრე სტუდენტი“

გააზიარე გვერდი:

Hello World!