ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის კონკურსს გაზაფხულის სემესტრისთვის ახალი მიმართულებები დაემატა

"ევროპის უნივერსიტეტის" ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის 2023-24 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადებულ ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობას ორი ახალი მიმართულება - სიბიუს ლუსიან ბლაგას უნივერსიტეტი, რუმინეთი და კომენსკის უნივერსიტეტი, სლოვაკეთი  - დაემატა.

ასევე, გახანგრძლივდა განცხადებების მიღების ვადა PXL გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტის, ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტისა და ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტის სარეგისტრაციო ბმულებზე

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს მგზავრობის ხარჯები და სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ, ამასთან, ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას.

რუმინეთის, სლოვაკეთის, ბელგიისა და პოლონეთის უნივერსიტეტები ქართველ სტუდენტებს შემდეგი პირობებით უმასპინძლებენ:

(1)

მასპინძელი უნივერსიტეტი: სიბიუს ლუსიან ბლაგას უნივერსიტეტი, რუმინეთი 

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის და სტომატოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტები

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით

კვოტა: 1 

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/vDD5rFkN4hJMuwcT6

(2)
 

მასპინძელი უნივერსიტეტი: კომენსკის უნივერსიტეტი, სლოვაკეთი 

სამიზნე აუდიტორიაევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზებაყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით

კვოტა: 2 

სარეგისტრაციო ბმულიhttps://forms.gle/FGkhWiW6aUPPv1779

(3)

მასპინძელი უნივერსიტეტი: PXL გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტი, ბელგია

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზებაყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 530 ევროს ოდენობით

კვოტა: 2

სარეგისტრაციო ბმულიhttps://forms.gle/mpn2pjvnAnKvaC1R9

(4) 

მასპინძელი უნივერსიტეტიტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი, რუმინეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები.

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა2023-2024 წლის გაზაფხულის ერთი სრული სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზებაყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით

კვოტა1

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/RoPxv8N9jkeBiuVi7

(5) 

მასპინძელი უნივერსიტეტივროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ტურიზმის და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები; მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით

კვოტა1

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/tRJ3MKciqF6msXkS9


შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.

 1.
გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე (ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 10:00 სთ)

შენიშვნა: (!) სტუდენტი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან და ავტომატურად გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე. წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toefl PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160.

2.
გასაუბრება ინგლისურ ენაზე - (ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 11:00 სთ)

 გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.

 
გასაუბრების შეფასების ელემენტები:

  • მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარესგიტრაციო ფორმა არაუგვიანეს 24 ოქტომბრის შუა დღის 12:00 საათისა.

ერაზმუს+ მობილობის მენეჯერი სინფორმაციო/საორიენტაციო შეხვედრას გამართავს პარასკევს, 20 ოქტომბერს, 13:00 საათზე

შეხვედრა გაიმართება ადმინისტრაციული კორპუსის (გურამიშვილის გამზირი #76) 409- აუდიტორიაში.

გააზიარე გვერდი: