"ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტი ევროპის დერმატო-ვენეროლოგიის ასოციაციის ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესს დაესწრო

"ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ გოგუაძე ბერლინში ევროპის დერმატო-ვენეროლოგიის ასოციაციის (EADV) ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესს დაესწრო.

11-14 ოქტომბერს სტუდენტი მარიამ გოგუაძე კონგრესის ფარგლებში მთელი მსოფლიოდან ჯანდაცვის წამყვანი სპეციალისტების მიერ მოხსენებებს დერმატოლოგიის, ვენეროლოგიის, ტრიქოლოგიის, პოდოლოგიის, ალერგოლოგიისა და იმუნონოლოგიის შესახებ ისმენდა.

აღსანიშნავია, რომ მარიამ გოგუაძე სტუდენტთა შორის ევროპის დერმატო-ვენეროლოგიის ასოციაციის პირველი ქართველი წევრია.

გააზიარე გვერდი:

Hello World!