უკრაინა-საქართველოს დისტანციური საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა

7 ოქტომბერს უკრაინა-საქართველოს დისტანციური საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა, რომელიც ოჯახის ექიმის საქმიანობაში გულ-სისხლძარღვთა პირველადი პროფილაქტიკის საკითხებს ეძღვნებოდა.

უკრაინელი და ქართველი მედიკოსების წინაშე ვრცელი პრეზენტაციით "ევროპის უნივერსიტეტის" აფილირებული პროფესორი, უნივერსიტეტის კლინიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით მალიძე წარდგა.

სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო ასევე, ბათუმის კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ტარიელ ჯახიამ.

სიმპოზიუმს კიევის შუპიკის სახელობის დიპლომისშემდგომი განათლების ნაციონალური აკადემიის ხელმძღვანელი მარინა დოლჟენკო უძღვებოდა.

სიმპოზიუმმა, რომელსაც მრავალი ექიმი ადევნებდა თვალს, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!