"ევროპის უნივერსიტეტი" საფრანგეთის UniLaSalle ინსტიტუტთან თანამშრომლობით ერთობლივ ლექციათა სერიას იწყებს
"ევროპის უნივერსიტეტი" საფრანგეთის UniLaSalle ინსტიტუტთან თანამშრომლობით სავეტერინარო მედიცინის მიმართულებით ერთობლივ ლექციათა სერიას იწყებს.
ლექციათა სერიის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტისა“ და UniLaSalle-ს ლექტორები ვეტერინარიის პროგრამის ფრანგი და ქართველი სტუდენტებისთვის ჯამში ოთხ ლექციას წაიკითხავენ.
"ევროპის უნივერსიტეტის“ მხრიდან პირველ ლექციას თორნიკე ლაშქარაშვილი გაუძღვება და ის ისაუბრებს თემაზე "სასოფლო-სამეურნეო ფრინველის კვება და მოვლა-შენახვა”.
სტუდენტებისთვის შემდეგ ლექციას UniLaSalle-ს პროფესორი პაულა პაპა წაიკითხავს თემაზე "რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია ძაღლებსა და მსხვილ რქოსან პირუტყვში“.
რაც შეეხება მესამე ლექციას, "ევროპის უნივერსიტეტის" ლექტორი მარიკა ბოკუჩავა მიმოიხილავს თემას "ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია".
ლექციათა სერია ნოემბრის დასაწყისში UniLaSalle-ს პროფესორ სარა უმადის ლექციით დასრულდება. პროფესორი უმადი სტუდენტებთან "ცხენების და ძაღლების კვების" შესახებ ისაუბრებს.
აღსანიშნავია, რომ ლექციათა სერია "ევროპის უნივერსიტეტსა" და საფრანგეთის UniLaSalle ინსტიტუტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
ლექციათა სერიის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში.