"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტი ნინი კრაწაშვილი პარიზში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის

"ევროპის უნივერსიტეტსა“ და IGS ჯგუფს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტის“ სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები საფრანგეთის სამ ქალაქში - პარიზში, ტულუზაში და ლიონში, ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. 

"ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნინი კრაწაშვილი IGS ჯგუფის პარიზის ფილიალში გაემგზავრება. მგზავრობის ხარჯები ევროკომისიის მიერ სულად ანაზღაურდება და სტაჟირების განმავლობაში ის ასევე "ერაზმუს+" სტანდარტის შესაბამისად, ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

საფრანგეთში სტაჟირება "ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმის კომპონენტად განიხილება და შესაბამისად, პარიზში ნამუშევარი საათები ნინი კრაწაშვილს დაბრუნების შემდეგ, კრედიტებად უღიარდება.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა "ერაზმუს+" საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში, 2022-23 აკადემიური წლიდან დაიწყო და სტუდენტების პირველი ნაკადი ლიონში ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე იმყოფებოდა.

გააზიარე გვერდი: