“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ვურცბურგ-შვაინფურტის გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკურ უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტსა” და  “ვურცბურგ-შვაინფურტის გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკურ უნივერსიტეტს" (ბავარია, გერმანია)  შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური ადმინსტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

"გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტი" უდიდესია ბავარიის რეგიონში აღნიშნული მიმართულებით. 

უნივერსიტეტი ორმოცდაათზე მეტ საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს სთავაზობს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას "Hochschule Dual" პროექტის ფარგლებში. 

ვურცბურგ-შვაინფურტის გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტი" აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან არა მხოლოდ ევროპის, არამედ აფრიკისა და როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ამერიკის  მასშტაბით. 

აღსანიშნავია, რომ “ვურცბურგ-შვაინფურტის გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკურ უნივერსიტეტი" ევროპის უნივერსიტეტის რიგით მეორე პარტნიორია გერმანიაში.  

გააზიარე გვერდი:

Hello World!