„ვასილ ლევსკის ეროვნული სამხედრო უნივერსიტეტის“ პროფესორებმა „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ლექციები ჩაატარეს

4-5 ოქტომბერს, ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ეგიდით, „ევროპის უნივერსიტეტის“ ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის „ვასილ ლევსკის ეროვნული სამხედრო უნივერსიტეტის“ (ბულგარეთი) პროფესორებმა, ცენა კანარიევამ და ილიან ლილოვმა, ლექციები წაიკითხეს.

ლექციის ფარგლებში, ცენა კანარიევამ ნელი ტურიზმის ძირითადი ტენდეციებისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ნელი ტურიზმის ინდუსტრიის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. ეს უკანასკნელი თემა პროფესორმა კანარიევამ ბულგარეთისა და საქართველოს მაგალითებზე დაყრდნობით მიმოიხილა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ოპერაციების კვლევის შესახებ ლექცია პროფესორმა ილიან ლილოვმა წაიკითხა. მან დამსწრე აუდიტორიას დასაბუთებული გადაწყვეტილებების შესარჩევად უმარტივესი მათემატიკური მეთოდები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ბულგარელი პროფესორები „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, კერძოდ, თათია დოლიძეს - ვიცე-რექტორს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, სოფიო ხუნდაძეს - ვიცე-რექტორს ხარისხის განვითარების მიმართულებით და გვანცა ჯიჩოშვილს - სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშემწყობი ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდნენ. 

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას.

გააზიარე გვერდი: