ცვატა ბერძენიშვილმა "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე "კომუნიკაცია და მანიპულაცია" გამართა

"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის კამპუსში ფსიქოლოგიის პროგრამის მოწვეულმა ლექტორმა ცვატა ბერძენიშვილმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე "კომუნიკაცია და მანიპულაცია" გამართა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ცვატა ბერძენიშვილმა მანიპულაციის გავრცელებულ ფორმებზე ისაუბრა, პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით სტუდენტებს გააცნო ძირითადი საფუძვლები თუ როგორ და რატომ ტყუვდებიან ადამიანები და რა გზები არსებობს მანიპულაციისგან თავის დასაცავად.

საჯარო ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!