მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგი ცნობილია

"ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები, აპელაციების გათვალისწინებით, ცნობილია.

აპლიკანტებს მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის დახმარებით შედეგების ნახვა შეუძლიათ მიმაგრებულ ფაილში - დანართი 1.

საბოლოო შედეგების სიაში მოცემულმა აპლიკანტებმა წარმატებით ჩააბარეს მისაღები გამოცდა და „ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხნენ სრული დაფინანსებით.

ჩარიცხულ კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 2 და 3 ოქტომბერს შემდეგ მისამართზე: გურამიშვილის გამზირი N76, "ევროპის უნივერსიტეტის" ადმინისტრაციული კამპუსი, პირველი სართული. სამუშაო საათები: 10:00 – 18:30.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995 32) 2 000 171

გააზიარე გვერდი:

Hello World!