“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტი სწავლას გაცვლითი პროგრამით პოლონეთში გააგრძელებს
"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტი საბა ჯანიაშვილი სწავლას გაცვლითი პროგრამით პოლონეთში, ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საბა ჯანიაშვილი ტურიზმის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. იგი სწავლას “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.
“ევროპის უნივერსიტეტი” აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. ათეულობით სტუდენტი, რომლებმაც გასაუბრებები წარმატებით გაიარეს და უცხო ენის ცოდნის დონე დააკმაყოფილეს, უკვე სარგებლობენ “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამით.
უახლოეს დღეებში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით კიდევ რამდენიმე სტუდენტი მიემგზავრება.