“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ონდოკუზ მაისის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ონდოკუზ მაისის უნივერსიტეტს" (სამსუნი, თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ "ონდოკუზ მაისის უნივერსიტეტში" ოცი სხვადასხვა მიმართულების ფაკულტეტი ფუნქციონირებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტი ფლობს როგორც ბავშვთა, ასევე ზრდასრულთა დიაგნოსტიკისთვის განკუთვნილ საავადმყოფოებს, სადაც მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ენიჭებათ.
"ონდოკუზ მაისის უნივერსიტეტი" შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით 1975 წელს დაარსდა.