"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტი სწავლას გაცვლითი პროგრამით რუმინეთში გააგრძელებს

"ევროპის უნივერისტეტის" სტუდენტი ანა ეჯიბაძე სწავლას გაცვლითი პროგრამით რუმინეთში, ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტში გააგრძელებს.

ანა ეჯიბაძე ფსიქოლოგიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. იგი სწავლას “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.

“ევროპის უნივერსიტეტი” აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. ათეულობით სტუდენტი, რომლებმაც გასაუბრებები წარმატებით გაიარეს და უცხო ენის ცოდნის დონე დააკმაყოფილეს, უკვე სარგებლობენ “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამით.

უახლოეს დღეებში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით კიდევ რამდენიმე სტუდენტი მიემგზავრება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!