"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები მენტორთან ერთად ბერლინში ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმზე მიიწვიეს

“აკონის გამოყენებითი ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტმა” (გერმანია) „ევროპის უნივერსიტეტის“ მეცნიერ-თანამშრომელი და ლექტორი ეკა კოხრეიძე ორ წარმატებულ სტუდენტთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმზე მიიწვია, რომელიც ბერლინში 13-18 ოქტომბერს გაიმართება.

"ევროპის უნივერსიტეტის" წარმომადგენლებს სიმპოზიუმზე შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ პრეზენტაციები მათი კვლევითი პროექტების შესახებ.

აღნიშნული ვიზიტით გერმანიაში ეკა კოხრეიძესთან ერთად მიემგზავრებიან: "ევროპის უნივერსიტეტის" დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტი სოფიკო გობეჯიშვილი და "ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტი მარიამ მირველაშვილი.

"ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ეკა კოხრეიძე მიმდინარე წელს  ბერლინში, აკონის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, სამთვიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის პერიოდში მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პარტნიორობის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტის“ სამივე წარმომადგენლის მონაწილეობა სამეცნიერო სიმპოზიუმზე სრულად იქნება დაფინანსებული გერმანული მხარის მიერ.

"ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ მსოფლიო ჯანდაცვის რიგით მე-15 სამიტს. ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტი არის უნიკალური საერთაშორისო სტრატეგიული ფორუმი გლობალური ჯანმრთელობისთვის. ის აერთიანებს დაინტერესებულ მხარეებს პოლიტიკიდან, მეცნიერებიდან, კერძო სექტორიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სამიტზე ყოველწლიურად წარმოდგენილი არიან ისეთი მნიშვნელოვანი პირები, როგორიცაა, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრები და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები. 

„აკონის გამოყენებითი ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტია“ ქტიურად არის ჩართული ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ხასიათის კონფერენციებში, კონგრესებში და სამიტებში. „აკონის გამოყენებითი ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტში“ პერიოდულად იმართება ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმი, მსოფლიო ტუბერკულოზის დღის სამეცნიერო კონფერენცია და სხვა სამეცნიერო აქტივობები.

გააზიარე გვერდი:

Hello World!