სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველკურსელებთან ფაკულტეტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. 

ინფორმატიკის, ტურიზმის, საერთაშორისო ურთიერთობების და ბიზნესის ადმინისტრირების პირველკურსელებს ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ სტუდენტობა მიულოცა და მომდევნო ეტაპზე წარმატებები უსურვა.

პირველკურსელებს შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელებიც შეხვდნენ და სასწავლო გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ინფორმატიკის სტუდენტებს ფაკულტეტის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „EU Lab” დაათვალიერებინეს და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე გააცნეს.

დამსწრეებმა ინფორმაცია ასევე ტექნიკური პროცედურების და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების შესახებაც მიიღეს.

"ევროპის უნივერსიტეტში" პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები ყველა პროგრამის სტუდენტებთან გაიმართა. სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს დაიწყება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!