„ევროპის უნივერსიტეტში“ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო

„ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისთვის საბუთების მიღება დაიწყო. 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადად განისაზღვრა 22 სექტემბერი – 28 სექტემბერი.

იხილეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველ პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე)
ბ) რეზიუმე (CV);
გ)უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
დ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ნაეკიდან გამოცდის ჩაბარების თაობაზე);
ე) ორი ფოტო 3x4 და CD-დისკზე ჩაწერილი;
ვ) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მისაღები  გამოცდის  ფორმად  განსაზღვრულია  ესე.

მისაღები გამოცდის ვადები:

26 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრირებულთათვის გამოცდა ჩატარდება 27 სექტემბერს;

  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 28 სექტემბრი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 28 სექტემბრი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 29 სექტემბერი;

27 სექტემბრიდან რეგისტრირებულთათვის გამოცდა ჩატარდება 29 სექტემბერს:

  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს - 30 სექტემბრისა;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს - 30 სექტემბრისა;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება  არაუგვიანეს  – 2 ოქტომბრისა;

საბოლოო შედეგების გამოცხადება არაუგვიანეს  2  ოქტომბრისა.

ხელშეკრულების გაფორმების ვადად განისაზღვრა 2-3 ოქტომბერი.

აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: გურამიშვილის გამზირი N76, ოთახი 103.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში: +995 322 000 171

გააზიარე გვერდი:

Hello World!