"ევროპის უნივერსიტეტის" არქეოლოგიის პროგრამის პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტმა" არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. სასწავლო პროცესის დაწყებამდე პირველკურსელებთან ფაკულტეტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ გახსნა და სტუდენტებს ფაკულტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"ევროპის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა ლაშა კანდელაკიშვილმა სტუდენტებს ფაკულტეტის ბაზაზე არსებული ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი“ დაათვალიერებინა და არქეოლოგიის პროგრამაზე ჩარიცხვა მიულოცა.

პროგრამა, რომელმაც წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო, პრაქტიკული და საველე სამუშაოებით არის დატვირთული, რის შესახებაც ფაკულტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრის ფარგლებშიც ისაუბრეს.

დამსწრეებმა ინფორმაცია ასევე ტექნიკური პროცედურების და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების შესახებაც მიიღეს.

"ევროპის უნივერსიტეტში" პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება და ყველა პროგრამის სტუდენტთან ეტაპობრივად გაიმართება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!