"ევროპის უნივერსიტეტში" სამართლის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელებთან ფაკულტეტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

სტუდენტებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ მიულოცა.

ახალწვეულებს პროგრამის შინაარსი და მისი უპირატესობები სამართლის პროგრამის ხელმძღვანელმა, ევროსაბჭოს საერთაშორისო ექსპერტმა და პროფესორმა ლევან მესხორაძემ გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციების შესახებ. ამასთანავე, განხილულ იქნა სტუდენტების რეკომენდაციების საპასუხოდ  უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეაგირებები. 

"ევროპის უნივერსიტეტში" პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება და ყველა პროგრამის სტუდენტთან ეტაპობრივად გაიმართება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!