მედიცინის პროგრამის პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის" დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებთან ფაკულტეტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ახალწვეულებს სტუდენტობა "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორმა ოთარ ტატიშვილმა მიულოცა, რის შემდეგაც ფაკულტეტის საქმიანობის შესახებ დამსწრეებს ინფორმაცია დეკანმა ნათია ჯოჯუამ მიაწოდა.

პირველკურსელებს მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძეც მიესალმა, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა კი ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრა.

სტუდენტებმა შეხვედრაზე მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხი და უნივერსიტეტში არსებულ შესაძლებლობებს გაეცნენ.

"ევროპის უნივერსიტეტში" პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება და ყველა პროგრამის სტუდენტი მათ ეტაპობრივად დაესწრება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!