ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

“ევროპის უნივერსიტეტში” 2023 – 2024  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობა გამოცხადდა. მობილობით სარგებლობის მსურველმა სტუდენტებმა სასწავლო ბაზაში განაცხადი უნდა შეავსონ არა უგვიანეს 11 სექტემბრისა.

გაეცანით ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობას საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:

  • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 1 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია I  სასწავლო სემესტრზე;
  • ბიზნესის ადმინისტრირების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა –  5 ვაკანტური ადგილი,  შიდა მობილობა გამოცხადებულია   I, III, V  და  VII   სასწავლო სემესტრებზე;
  • ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია  I  და III  სასწავლო  სემესტრებზე;

მედიცინის ფაკულტეტი:

  • სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური შეადგენს 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში,  შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;
  • სტომატოლოგიის (ქართულენოვანიერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა –  5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური შეადგენს 3500 ლარს,  შიდა მობილობა გამოცხადებულია  ყველა სასწავლო სემესტრზე.
  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე, სწავლის საფასური შეადგენს 2250 ლარს.

ინფორმაცია სწავლის საფასურის შესახებ:

  • მედიცინის ფაკულტეტზე სტომატოლოგის ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის წლიური სწავლის საფასური განისაზღვროს 4500 დოლარით (ეკვივალენტი ლარში);
  • სტომატოლოგიის ქართულენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის წლიური სწავლის საფასური განისაზღვროს 3500 ლარით;
  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის წლიური სწავლის საფასური განისაზღვროს 2250 ლარით;
  • სხვა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის სწავლის საფასური განისაზღვროს შესაბამის კურსზე დადგენილი სწავლების საფასურის მიხედვით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 032 2 000 171

გააზიარე გვერდი:

Hello World!