პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადები „ევროპის უნივერსიტეტში“

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, “ევროპის უნივერსიტეტში” ჩარიცხული სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. პირველკურსელებმა რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი; უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
დ) ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

შენიშვნა: 18 წლამდე აბიტურიენტს უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი და თან იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის უფლების მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა, ხოლო მეურვემ – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები).

გთხოვთ, საბუთების შემოტანის დროს თან იქონიოთ პროგრამის ღირებულების 1/10  ნაწილის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საბანკო რეკვიზიტები

საქართველოს ბანკი
GE87BG0000000347729500
საბანკო კოდი : BAGAGE22

თიბისი ბანკი
GE44TB7819636020100003
საბანკო კოდი : TBCBGE22

ევროპის უნივერსიტეტში სწავლა 25 სექტემბერს იწყება.

საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია სამუშაო დღეებში: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი.
მისამართი: ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, გურამიშვილის გამზირი #76, პირველი სართული.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 32) 2 000 171 ან ელ.ფოსტაზე: info@eu.edu.ge

გააზიარე გვერდი:

Hello World!