“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ლატვიის კულტურისა და ეკონომიკის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ლატვიის კულტურისა და ეკონომიკის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მხარეთა მიერ “ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტ-მობილობის ფარგლებში მომზადებული ერთობლივი განაცხადის საფუძველზე ორივე უნივერსიტეტს უკვე აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს შერჩეულ სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალს სასწავლო აქტივობებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
“ლატვიის კულტურისა და ეკონომიკის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი” ლატვიური უნივერსიტეტების რანჟირების U-Multirank სიაში პირველ ადგილს იკავებს.
უნივერსიტეტი 1998 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დასავლეთ და ცენტრალური ევროპის მასშტაბით “ერაზმუს+” მობილობის ფარგლებში.