“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტი სწავლას გაცვლითი პროგრამით ჩეხეთში გააგრძელებს
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტი გიგი გიორგობიანი სწავლას გაცვლითი პროგრამით ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
გიგი გიორგობიანი “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტია. მან როგორ 2022-2023 წლის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტმა, პირველივე წელს რამაზ ლომინაძის სახელობის სტიპენდია მოიპოვა. იგი სწავლას “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე გააგრძელებს.
“გაცვლითი პროგრამიდან ველი პიროვნულ განვითარებას და გამოცდილების მიღებას, რომელიც დამეხმარება კარიერულ განვითარებაში. ევროპის უნივერსიტეტი საშუალებას მაძლევს ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო სრულფასოვნად და მეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში.
პირველივე წელს სტაჟირება გავიარე უნივერსიტეტის ჩემთვის საინტერესო სტრუქტურულ ერთეულში, რამაც ხელი შეუწყო ჩემი კომპეტენციების განვითარებას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დამეხმარება მასარიკის უნივერსიტეტში სწრაფ ადაპტაციაში და თვითრეალიზაციაში“, – აცხადებს გიგი გიორგობიანი.
“ევროპის უნივერსიტეტი” აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. სტუდენტები, რომლებმაც გასაუბრებები წარმატებით გაიარეს და უცხო ენის ცოდნის დონე დააკმაყოფილეს, “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2023-2024 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში სრული დაფინანსებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებში ისწავლიან.