“ევროპის უნივერსიტეტს” და “ზაგრების უნივერსიტეტის” ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ზაგრების უნივერსიტეტის“ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს (ხორვატია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
“ზაგრების უნივერსიტეტის“ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე ახორციელებს. ფაკულტეტი რეგულარულად აქვეყნებს ექვს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს, ინდექსირებულს ისეთ წამყვან ციტირების მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა WoS და Scopus.
აღსანიშნავია, რომ “ზაგრების უნივერსიტეტის“ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული EQUIS აკრედიტაციის, ასევე, AACSB და EFMD საერთაშორისო აკრედიტაციების მფლობელია.
ფაკულტეტი 1920 წელს დაარსდა და ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ხორვატიის რესპუბლიკის უძველეს საგანმანათლებლო ინსტიტუტს წარმოადგენს.