“ევროპის უნივერსიტეტის” კურსდამთავრებული ალიკია ჩიპურაპალი ინდოეთის სალიცენზიო გამოცდაზე მიღებული ქულით საუკეთესოთა შორისაა

“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულმა ალიკია ჩიპურუპალმა ინდოეთის სალიცენზიო გამოცდაში (FMGE) მაქსიმალური 300 ქულიდან 229 ქულა მიიღო და ინდოეთის მასშტაბით საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ მან სალიცენზიო გამოცდაზე საქართველოში კურსდამთავრებულებს შორის უმაღლესი შეფასება დააფიქსირა.

“ევროპის უნივერსიტეტში” სწავლა ახლახან დავასრულე და პირველივე ცდაზე შევძელი უცხოურ სამედიცინო სალიცენზიო გამოცდაზე (FMGE 2023) საუკეთესოთა შორის მოვხვედრილიყავი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს და საუკეთესო ფაკულტეტს, რომელიც დამეხმარა არა მხოლოდ ამ გამოცდის ჩაბარებაში, არამედ პრაქტიკულ სწავლებაში და ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაში. “ევროპის უნივერსიტეტში” სილაბუსი არის მორგებული საერთაშორისო სტანდარტებს. კლინიკური სწავლება უნივერსიტეტის საკუთარ კლინიკაში, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ძალიან დამეხმარა პრაქტიკული უნარების განვითარებაში ჩემი ინტერესების შესაბამისად”, – აცხადებს ალიკია ჩიპურაპალი.

“ევროპის უნივერსიტეტი” ულოცავს მას და სხვა კურსდამთავრებულებს FMGE სალიცენზიო გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და უსურვებს წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!