"ევროპის უნივერსიტეტის" ქვიშის ფრენბურთის ქალთა გუნდი საქართველოს ჩემპიონია

25-27 აგვისტოს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით, გოგონათა ქვიშის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა.

"ევროპის უნივერსიტეტის" გოგონათა გუნდმა ტურნირის მეორე ეტაპზეც გაიმარჯვა და ჩემპიონი გახდა.

EU-ს გუნდმა ათიდან ათი გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის, ქვიშის ფრენბურთის მრავალგზის ჩემპიონი გუნდებიც დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტის" ქვიშის ფრენბურთის ქალთა გუნდმა საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა. 

გააზიარე გვერდი:

Hello World!