"ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტი გიორგი ბერულავა "ერაზმუს+" გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიაში, დაუგავპილსის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას

გიორგი ბერულავა "ევროპის უნივერსიტეტის" ინფორმატიკის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტია.

"გაცვლითი პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტის წინსვლისთვის. ვფიქრობ, რომ ლატვიაში სწავლა ხელს შეუწყობს ჩემ პიროვნულ განვითარებას, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩემი კარიერული წინსვლისთვის.

"ევროპის უნივერსიტეტი" მუდმივად ატარებს სხვადასხვა მულტიკულტურულ ღონისძიებებს, სადაც ვხვდებით სტუდენტებს 80-ზე მეტი ქვეყნიდან, ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარება ლატვიაში მარტივად ინტეგრირებაში. მადლობას ვუხდი "ევროპის უნივერსიტეტს" ამ შესაძლებლობისთვის”, - აცხადებს სტუდენტი.

"ევროპის უნივერსიტეტი" აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. სტუდენტები, რომლებმაც გასაუბრებები წარმატებით გაიარეს და ინგლისური ენის ცოდნის დონე დააკმაყოფილეს, "ერაზმუს+" გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2023-24 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში სრული დაფინანსებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებში ისწავლიან.

გააზიარე გვერდი: