“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტი ნატა ლურსმანაშვილი გაცვლითი პროგრამით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტი ნატა ლურსმანაშვილი გაცვლითი პროგრამით ავსტრიაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.

ნატა ლურსმანაშვილი მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია. იგი სწავლას "ერაზმუს+" გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

“დავასრულე თბილისის თავისუფალი აკადემიის ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა. შემდეგ კი გადავწყვიტე მაგისტრატურის სწავლა მენეჯმენტის მიმართულებით. მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას, ისეთი უნივერსიტეტი ავირჩიე, რომელიც საშუალებას მომცემდა სწავლა გამეგრძელებინა საზღვარგარეთ. ეს შანსი პირველივე კურსზე გამოვიყენე.

"ევროპის უნივერსიტეტმა" მომცა შესაძლებლობა, რომ შემდეგი სემესტრი ავსტრიაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გავატარო. ვეცდები, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაგროვებული გამოცდილება და მიღებული ცოდნა გამოვიყენო კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში”, - აცხადებს ნატა ლურსმანაშვილი.

"ევროპის უნივერსიტეტი" აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. სტუდენტები, რომლებმაც გასაუბრებები წარმატებით გაიარეს და ინგლისური ენის ცოდნის დონე დააკმაყოფილეს, "ერაზმუს+" გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2023-24 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში სრული დაფინანსებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებში ისწავლიან.

გააზიარე გვერდი:

Hello World!