ევროპის უნივერსიტეტი ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორის პოზიციის დასაკავებლად:

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში:

  • ერთი მოწვეული ლექტორი - მობილური აპლიკაციების (android ოპერაციული სისტემებისთვის) მიმართულებით;
  • ერთი მოწვეული ლექტორი - პროგრამირების ენა - Java მიმართულებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მოწვეული ლექტორის პოზიციის დასაკავებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 
ბ) ჰქონდეს არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში; 
გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, დიპლომის არსებობის შემთხვევაში  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი); 
დ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 5 სექტემბრი.

გააზიარე გვერდი:

Hello World!