გარე მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გარე მობილობით სარგებლობის მსურველთათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო.

“ევროპის უნივერსიტეტი” გარე მობილობით 65 სტუდენტს მიიღებს.

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2023 წლის 21 აგვისტოდან - 2023 წლის 7 სექტემბრის 18:00 საათამდე.

ევროპის უნივერსიტეტში მობილობა გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე:

  • საერთაშორისო ურთიერთობები 
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ინფორმატიკა
  • ტურიზმი
  • დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი პროგრამა
  • სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი პროგრამა 
  • სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი პროგრამა 
  • ფსიქოლოგია
  • ვეტერინარია

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული: students.emis.ge

ვრცლად ვაკანტური ადგილების შესახებ: https://bit.ly/3YuJ9Zb

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!