"ევროპის უნივერსიტეტის" ქორეოგრაფიული ანსამბლი ტურნედან გრან-პრით დაბრუნდა

"ევროპის უნივერსიტეტის" ქორეოგრაფიული ანსამბლი ტურნედან გრან-პრით დაბრუნდა.

ქორეოგრაფიული ფესტივალი ბულგარეთში, ქალაქ ნესებირში 8-13 აგვისტოს გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა ქართული კულტურის წარმოჩენასა და სხვადასხვა ქვეყნების შემოქმედებითი კოლექტივის დამეგობრებას ისახავდა მიზნად.

ფესტივალში 5 ქვეყნის 22-მდე ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოსთან ერთად ასევე წარმოდგენილი იყვნენ უკრაინა, სომხეთი, მაკედონია და მოლდოვა.

ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელია პაატა ხურცილავა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!