„ევროპის უნივერსიტეტში“ გარე მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრა

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში „ევროპის უნივერსიტეტი“ გარე მობილობით 65 სტუდენტს მიიღებს. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მობილობის ელექტრონულ პლატფორმაზე სტუდენტების რეგისტრაცია 2023 წლის 21 აგვისტოდან დაიწყება და 7 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„ევროპის უნივერსიტეტში“ პროგრამების მიხედვით ვაკანტური ადგილების რაოდენობა, სწავლის საფასური და მისაღები სასწავლო სემესტრები განისაზღვრა.

სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:

სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 2250 ლარი,  მობილობა გამოცხადებულია I და III სასწავლო სემესტრებზე;

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  2250 ლარი,  მობილობა გამოცხადებულია  I და III  სასწავლო სემესტრებზე;

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  2250 ლარით,  მობილობა გამოცხადებულია  I  და III  სასწავლო სემესტრებზე;

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  2250 ლარი,  მობილობა გამოცხადებულია I, III და V სასწავლო სემესტრებზე;

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 2250 ლარი,  მობილობა გამოცხადებულია I და III სასწავლო სემესტრებზე.

მედიცინის ფაკულტეტი:

დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა  -  15 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 4500 ლარი, მობილობა გამოცხადებულია I, II, III, IV  და V  სასწავლო სემესტრებზე;

სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა -   10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური 3500 ლარი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;

ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  2250 ლარი, მობილობა გამოცხადებულია  ყველა  სასწავლო  სემესტრზე.

ვეტერინარიის ფაკულტეტი:

ვეტერინარიის ინტეგრირებული  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, სწავლის საფასური  3500 ლარი,  მობილობა გამოცხადებულია I და  III  სასწავლო სემესტრებზე.

21 აგვისტოდან მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული: https://students.emis.ge/

გააზიარე გვერდი:

Hello World!