"ევროპის უნივერსიტეტსა" და უკრაინის "საერთაშორისო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და უკრაინის "საერთაშორისო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და აკადემიური ინფორმაციის, გამოცდილებებისა თუ მასალების ურთიერთგაზიარებას ისახავს მიზნად.

თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და უახლოეს მომავალში ერთობლივი ონლაინ ლექციათა სერიის ჩატარება დაიგეგმა.

"საერთაშორისო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტი" 2002 წელს დაარსდა და ის წარმოადგენს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე უნივერსიტეტს, რომელიც სწავლებისა და კვლევის მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს.

გააზიარე გვერდი: