"ევროპის უნივერსიტეტში" სტუდენტური ფოტოკონკურსის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა

9 აგვისტოს, "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის კამპუსში, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მიერ გამოცხადებული სტუდენტური ფოტოკონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. 

პირველ ადგილზე გასულ სტუდენტს სითი მოლის 300 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები კი 200 და 100 ლარიანი ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდნენ.

"ევროპის უნივერსიტეტის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ფოტოკონკურსის ყველა დანარჩენი მონაწილე სითი მოლის 50 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!