"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ბუქარესტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ბუქარესტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს" (რუმინეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ "ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პრესტიჟული ინსტიტუტი რუმინეთში, რომელიც 1818 წელს დაარსდა.

"ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი" სტუდენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს, შვიდი სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებით, სადაც სწავლება სამ ენაზე: ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად მიმდინარეობს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!