"ევროპის უნივერსიტეტის" მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკის ანგარიში წარადგინეს

2023 წლის 1-3 აგვისტოს, "ევროპის უნივერსიტეტში" მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის პედაგოგიური პრაქტიკის ანგარიშის დაცვა/პრეზენტაცია გაიმართა.

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა პედაგოგიური პრაქტიკა საქართველოს სხვადასხვა სკოლაში გაიარეს. აღნიშნულის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საკლასო ოთახებში გადაეტანათ: სასწავლო პროცესზე დაკვირვების შემდეგ შექმნეს საგანმანათლებლო რესურსები, შეფასების რუბრიკები, დაგეგმეს და ჩაატარეს გაკვეთილები, მიიღეს სასარგებლო რჩევები პრაქტიკის ხელმძღვანელებისგან.

აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტის" მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა კურსდამთავრებულების 80 პროცენტიანი დასაქმების მაჩვენებლით გამოირჩევა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!