წინასწარი რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე დაიწყო

„ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო. 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია: ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

„ევროპის უნივერსიტეტი“ გთავაზობთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:

  • დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასი) მათემატიკის მასწავლებელი;
  • დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლასი) ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
  • დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლასი) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური (I- XII) ინგლისური ენის მასწავლებელი;
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური (I- XII) რუსული ენის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხური(VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორიის მასწავლებელი. 

წინასწარი რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.surveymonkey.com/r/JD9B6HL

გააზიარე გვერდი:

Hello World!