განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ფორმატი და კრიტერიუმები

ევროპის უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად კანდიდატებმა უნდა გაიარონ ინგლისური ენის გამოცდა და პროფესიული გასაუბრება.

სამაგისტრო პროგრამაზე მისაღებ გასაუბრებაზე კანდიდატმა უნდა  გამოავლინოს:

  • განათლების სფეროს შესახებ ცოდნა;
  • სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მოტივაცია;
  • მოლოდინები სასწავლო პროგრამაზე;
  • კარიერული და აკადემიური გეგმები;
  • კომუნიკაციის უნარი;

გასაუბრების მსვლელობისას, კანდიდატს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც დაადგენს მის აკადემიურ მონაცემებს და გამოამჟღავნებს მზაობას, ისწავლოს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

კანდიდატის შეფასება:

კანდიდატი ფასდება 25 ქულიანი სისტემით. გასაუბრება სპეციალობაში ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი დააგროვებს ქულების 50%-ზე მეტს.

მდგრადი განვითარების მიზნები https://sdg.gov.ge/goals

შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.

საკითხავი მასალა:

გამოცდა ინგლისურ ენაში:

გამოცდა ინგლისურ ენაში ამოწმებს B2 დონის ფლობას ოთხივე ენობრივი უნარ-ჩვევის მიხედვით (წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა).

გამოცდის მაქსიმალური შეფასება: 100 ქულა.

თითოეული კომპონენტის მაქსიმალური შეფასება: 25 ქულა.

გამოცდა ტარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი - საუბრის მოდული (Speaking Module). ტარდება გამომცდელთან პირისპირ ინტერვიუს სახით.

საუბრის კომპეტენცია ფასდება აპლიკანტისთვის B2 დონის შესაბამისი 5-6 კითხვისა და სადისკუსიო თემის შეთავაზებით.

გამოცდის ხანგრძლივობაა 15 წუთი.

მეორე ეტაპი - ტესტირება (ტარდება წერითი ფორმით). ამოწმებს კანდიდატის სამ ძირითად ენობრივ უნარს: კითხვა, მოსმენა და წერა.

კითხვის კომპეტენცია

კითხვის დავალების შემთხვევაში მოცემულია ტექსტი და ტექსტის გასაგებად საჭირო 10 დახურული კითხვა.

მოსმენის კომპეტენცია

მოსმენის კომპონენტი მოიცავს დახურული კითხვების მქონე ორ დავალებას.

პირველი დავალების შემთხვევაში, აპლიკანტი ერთხელ მოისმენს შესაბამის დავალებას.

მეორე დავალების შემთხვევაში, აპლიკანტი ორჯერ მოისმენს შესაბამის დავალებას.

წერის კომპეტენცია

წერის კომპონენტი მოიცავს ესეს დავალებას.  აპლიკანტი მოცემული რამდენიმე ვარიანტიდან ირჩევს ერთ ესეს, რომელიც 150-180 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს.

კომპონენტების შეფასების კრიტერიუმები აღწერილია ევროპის უნივერსიტეტში მოქმედი ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესში, გვ. 25-32 (https://eu.edu.ge/ge/legal-acts)

გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ აპლიკანტი დააგროვებს მინიმუმ 50% + 1 ქულას, ანუ 51 ქულას ოთხივე კომპონენტიდან.

ინგლისურ ენაში გამოცდის ხანგრძლივობა: 2 საათი.

ინფორმაცია „ევროპის უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღებასთან დაკავშირებით განთავსდება უახლოეს მომავალში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!