"ევროპის უნივერსიტეტში"ლიონის IGS ჯგუფის კამპუსში ერაზმუს+ პროფესიული პრაქტიკის გავლის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ლიონის (საფრანგეთი)  IGS  ჯგუფის კამპუსის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ინტენსიური პროფესიული ორთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკის გავლის მიზნით. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ "ევროპის უნივერსიტეტის" მოწყვლადი სტატუსის მქონე სტუდენტებს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამიდან, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკის კომპონენტს. აუცილებელია მოწყვლადი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრი, 2 თვე. 

კონკურსის საფუძველზე შერჩეული სტუდენტები ყოველთვიური სტიპენდიის სახით მიიღებენ 1100 ევროს და მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდებათ 530 ევროს ფარგლებში.

შესარჩევი სტუდენტების რაოდენობა: 2

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/sBGB1djLCLPTHNVu6

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 აგვისტო, 14:00 საათი.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ინგლისურ ენაზე ოთხშაბათს, 9 აგვისტოს, 14:00 საათზე. 

შეგახსენებთ, რომ მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან შემდეგი კატეგორიის სტუდენტები:

  • იძულებითი გადაადგილებული პირები
  • სოციალურად დაუცველი პირები
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები
  • მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირები
  • მრავალშვილიანი ოჯახის წევრები
  • ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპულ პირთა შვილები
  • საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირები
  • ქრონიკული დაავადების მქონე პირები (მაგ.: შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სხვა)

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ მისამართზე:

E: international.office@eu.edu.ge;

Tel.: 2 000 171 (147).

გააზიარე გვერდი:

Hello World!