"ევროპის უნივერსიტეტის" გოგონათა გუნდი ქვიშის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია

29-30 ივლისს გოგონათა შორის გამართულ ქვიშის ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში "ევროპის უნივერსიტეტის" გუნდი ჩემპიონი გახდა.

გუნდმა ხუთიდან ხუთი გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის გუნდი დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "ევროპის უნივერსიტეტის" გოგონათა გუნდმა აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ჩემპიონატში "ევროპის უნივერსიტეტის" ორი გუნდი მონაწილეობდა. მეორე გუნდი რვა საუკეთესოს შორის მოხვდა და ჩემპიონატში ასპარეზობას აგრძელებს. 

გააზიარე გვერდი:

Hello World!