"ევროპის უნივერსიტეტში" მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართება

28 ივლისს, 20:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტი“ წლის ყველაზე ფერად და მუსიკალურ საღამოს, მულტიკულტურულ ფესტივალს, გამართავს.

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის ეზოში სტუდენტები 70-ზე მეტი ქვეყნიდან იქნებიან წარმოდგენილი და ერთმანეთს საკუთარ კულტურას დიდი სცენიდან გაუზიარებენ. 

ფესტივალს „ევროპის უნივერსიტეტის“ ქართული ქორეოგრაფიული ცეკვის ანსამბლი გახსნის, რის შემდეგაც ღონისძიებას უცხოელი სტუდენტები სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ნომრებით გააგრძელებენ. 

მულტიკულტურულ ფესტივალზე ასევე წარსდგება „ევროპის უნივერსიტეტის“ პოპ ჯგუფი გამორჩEUლი და EU Band. საღამოს დახურავს DJ.

ღონისძიებას სპეციალურად მოწვეული სტუმარი, ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, გაუძღვება.

„ევროპის უნივერსიტეტის“ მულტიკულტურულ ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. 

ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი, მის.: ირინა ენუქიძის ქუჩა N5.
დრო: 28 ივლისი, 20:00 საათი.

ევროპის უნივერსიტეტი გელით ყველას.

გააზიარე გვერდი:

Hello World!