სამართლის, განათლების ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ანალიტიკური ესეების კონკურსი გამოცხადდა

„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: „მიგრაციის მაჩვენებლები საქართველოსთვის“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის  სტუდენტებს.

კონკურსის პირობები:

  • ანალიტიკური ესე შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე;
  • ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას;
  • საკონკურსო ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, კურსი და სპეციალობა;

გაითვალისწინეთ, პლაგიატის დადგენის შემთხვევაში ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან;

შეფასების კრიტერიუმები:

1) თემასთან შესაბამისობა და საკითხის სიღრმისეული გააზრება (10 ქულა);
2) ნაშრომის სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი (10 ქულა);
3) კვლევის შინაარსი: ლოგიკური მსჯელობა, ანალიზი და არგუმენტირება(10 ქულა);
4) ენობრივი გამართულობა (10 ქულა);
5) გამოყენებული ლიტერატურის სიახლე, ხარისხი და მრავალფეროვნება (10 ქულა).


ანალიტიკური ესეს გაფორმების წესი:

  • ფურცლის ზომა: A4;
  • შრიფტი: უნიკოდი (Sylfaen);
  • შრიფტის ზომა: 12;
  • ინტერვალი: 1,15
  • სიტყვების რაოდენობა 500-დან 1000 სიტყვამდე.

საკონკურსო ნაშრომები უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: info@eugb.ge და სათაურის ველში მიეთითოს: „ანალიტიკური ესეების კონკურსი მიგრაციის თემაზე“.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 24 აგვისტო, 18:00 საათი.

წარმოდგენილ ანალიტიკურ ესეებს შეაფასებს ფაკულტეტის პროფესორებისგან შემდგარი კომისია.

გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი:  29 აგვისტო.

კონკურსში გამარჯვებული ორი სტუდენტი ჩაერთვება ფაკულტეტზე მიმდინარე ანაზღაურებად კვლევით საქმიანობაში.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 595124085 ან ელექტრონულ ფოსტაზე: info@eugb.ge

გააზიარე გვერდი:

Hello World!