შიდა საგრანტო კონკურსი სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის

„ევროპის უნივერსიტეტის“ „გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი“ აცხადებს შიდა  საგრანტო კონკურსს თემაზე: „მიგრაციის მაჩვენებლები - ემიგრაცია/იმიგრაცია საქართველოსთვის“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს (აფილირებული აკადემიური პერსონალი ან არააფილირებული აკადემიური პერსონალი, რომელიც სხვა უნივერსიტეტთან არ არის აფილირებული). 

შენიშვნა: არა აფილირებულ აკადემიურ პერსონალს კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თანახმაა პროექტი განახორციელოს „ევროპის უნივერსიტეტის“ სახელით.

პროექტის ბიუჯეტი განსაზღვრულია 3000 ლარით, აქედან 2000 ლარი - პროექტის ხელმძღვანელის ჰონორარი (გამარჯვებული პროექტის წარმდგენი), ხოლო 1000 ლარი პროექტში ჩართული სტუდენტების ჰონორი.

სტუდენტების გამოვლენა მოხდება ესეების კონკურსის საშუალებით.

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 24 აგვისტოს ჩათვლით.

  • საკონკურსო განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას: 
  • განცხადება; 
  • საპროექტო განაცხადი; 
  • განაცხადის მონაწილის CV/რეზიუმე; 
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი); 
  • პროექტის ბიუჯეტი და დასაბუთება; 
  • ინფორმაცია თანადაფინანსებაზე (არსებობის შემთხვევაში); 
  • თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებაზე.

დამატებით საკონკურსო განაცხადთან და დანართებთან დაკავშირებით იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში ევროპის უნივერსიტეტის „კვლევის დაფინანსების წესი“.

საპროექტო განაცხადის წარდგენა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ქართულ ენაზე ხდება უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში (მის.: გურამიშვილის გამზირი #76). სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 საათი.

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!