ევროპის უნივერსიტეტის სიახლეები აბიტურიენტებისთვის

„ევროპის უნივერსიტეტი“ აბიტურიენტებს უნიკალურ პირობებს სთავაზობს. საერთაშორისო ურთიერთობების ან არქეოლოგიის პროგრამის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, აბიტურიენტები სრული, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლიან. 

საერთაშორისო ურთიერთობები, რომელიც პროგრამების ჩამონათვალში კოდით 1710105 იძებნება, საქართველოში გამორჩეულია. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ორთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება საფრანგეთში, ლიონის IGS ჯგუფში გაიარონ და მასპინძელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში პროფესიული ცოდნა მნიშვნელოვნად გაიღრმაონ. 

ევროპის უნივერსიტეტში 2018 წლიდან ფუნქციონირებს ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი, რომლის ფარგლებშიც არქეოლოგიის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ ექსპედიციებში, ასევე ჩაერთონ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. არქეოლოგიის პროგრამის კოდი: 1710101.
გარდა ამისა, ნებისმიერ პროგრამაზე სწავლის მსურველი აბიტურიენტი, რომელიც პირველ პრიორიტეტად „ევროპის უნივერსიტეტს“ აირჩევს 50%-იან დაფინანსებას მიიღებს. 

სწავლის პერიოდში მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს გარანტირებულად შეუძლიათ გაცვლითი პროგრამით მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გაატარონ ერთი სემესტრი. „ევროპის უნივერსიტეტი“ ფლობს მაღალტექნოლოგიურ და უახლეს დანადგარებს პრაქტიკული სამუშაოებისთვის, ასევე აქვს საკუთარი კლინიკა - „ჯო ენის საუნივერსიტეტო“ ჰოსპიტალი, სადაც მედიცინის პროგრამის სტუდენტები გადიან კლინიკურ პრაქტიკებს. 
„ევროპის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებულების 80%-ზე მეტი დასაქმებულია. სტუდენტებს ასევე აძლევათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ უნივერსიტეტის მათთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულში. 

„ევროპის უნივერსიტეტი“ წარმატებებს გისურვებთ ყველა აბიტურიენტს და გელით ჩვენთან.

გააზიარე გვერდი:

Hello World!